LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“ მე-3 აქციას აანონსებს: „სიტუაცია გაიხლიჩა, გაჩნდა პირობითად „ნაცების” და „ქოცების” აქცია – გადავწყვიტეთ 18 ივნისს, დედაენის ბაღში შევიკრიბოთ“

131
იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი

„სიტუაცია გაიხლიჩა, გაჩნდა პირობითად „ნაცების“ და „ქოცების“ აქცია, ჩვენც და ბევრ ჩვენს მხარდამჭერს გაუჩნდა დისკომფორტის განცდა, რა არჩევანი გაგვეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ 18 ივნისს, დედაენის ბაღში შევიკრიბოთ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაცია აქტუალური თემაა, დისკუსია არ მიდის იმაზე თუ რა არის ევროპა და რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაცია.

რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ დედაენის ბაღში მისულ ადამიანებს სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრებიან.

„ჩვენი შეკრება არ გამორიცხავს იმას, რომ იქ მოსული ადამიანები სხვა აქციაზეც წავიდნენ. ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა „ფეისბუკის“ მეშვეობით თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. თუ მოვლენ, გაგვიხარდება და საინტერესო იქნება.“– განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g