LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩი სესხების განულებას ეხმიანება: ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს დიდი მოცულობით „შავი“ ფული

girchii

“გირჩი” მთავრობის მიერ ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით დღეს გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება. პოლიტიკური მოძრაობა პოზიციას “ფეისბუქზე” აფიქსირებს და აცხადებს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა.

ამასთან პოსტში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ამ საქმეზე 1.5 მილიარდი არ იხარჯება, რადგან ქართუ პრობლემურ აქტივებს გაცილებით იაფად გამოისყიდის.

“ივანიშვილის მიერ 2,000 ლარამდე გაპრობლემებული სესხების დაფარვაზე:

გასაგებია რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან

არანაირი 1.5 მილიარდი ამ საქმეზე არ დაიხარჯება. ამ თანხაზე აპელირება არის ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარის ნაწილი

ქართუ გამოისყიდის პრობლემურ აქტივებს გაცილებით იაფად ვიდრე ამ აქტივების საბუღალტრო წიგნში დაფიქსირებული ღირებულებაა, იმიტომ რომ:  1. მათი დიდი ნაწილი უიმედოა 2. ყიდულობს ბითუმად 3. მთავრობაა ჩარეული

არსებული კანონმდებლობით ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა.

ჩვენი აზრით პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები არის არასწორი და უშინაარსო.

რეალურად, ვისაც პოლიტიკასთან მეტნაკლებად შეხება აქვს, ისედაც ვიცით, რომ ამ რეგულაციებს არანაირი შედეგი არ აქვს და ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს დიდი მოცულობით „შავი“ ფული.

ამიტომ, ასეთი რეგულაციები არის გასაუქმებელი.

აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის გასაუქმებელი, რადგან ის პრაქტიკაში წარმოადგენს მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ფულის კონტროლის ინსტრუმენტს.

ნებისმიერ მოქალაქეს, უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი ფული დახარჯოს ქართულ პოლიტიკაში შეზღუდვების გარეშე, გამჭვირვალედ და ზედმეტი ხელოვნური ბარიერების გარეშე.

მოქალაქეებისთვისაც გასაგები უნდა იყოს ვინ იხდის, რამდენს იხდის, რაში იხდის, და ისე უნდა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან” – ვკითხულობთ გირჩის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები