LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩის” “ბიბლიური თავისუფლებით” ასობით წვევამდელმა აარიდა თავი სამხედრო სამსახურს

134

ქუთაისში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევისას “გირჩის” შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლებით” 245-მა წვევამდელმა ისარგებლა, 2017 წელს კი, იგივე მიზეზით, 255 წვევამდელი არ წავიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

ჯამში 500 ადამიანი კანონის შესაბამისად დარჩა სავალდებულო სამსახურში გაწვევის გარეშე, ამის შესახებ ქუთაისის მერიის სამხედრო სამახურის ხრლმძღვანელმა ლერი ყენიამ განაცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკა ქუთაისში საკმაოდ მაღალი და საგანგაშოა.

იგივე მექანიზმით, ხაშურში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახებას 150 წვევამდელიდან 145-მა “გირჩის” “ბიბლიური თავისუფლების” დახმარებით აარიდა თავი.

პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი” რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” 2017 წლის 21 აპრილს შექმნა. ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობის წარდგენის შემდეგ, არცერთ მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები