LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩმა პარლამენტარებს საჩუქრად ყურსასმენები გაუგზავნა

177
გირჩიიი ჯაფა

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” საქართველოს პარლამენტის წევრებს საჩუქრად ყურსასმენები გაუგზავნა. “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით,  ყურსასმენების გაგზავნის იდეა პარტიის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს ჰერმან საბოს ეკუთვნის.

ჯაფარიძის განმარტებით, მაჟორიტარები საკუთარ ოლქებში გაჭირვებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს ეხმარებიან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰერმან საბომ, დაეხმაროს პარლამენტს, რომლის უკანა რიგებში მსხდომ დეპუტატებს ხმა კარგად არ ესმით.

20 მარტს რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სესიის დროს მიმართა, რომ კენჭისყრისას პულტმა არ იმუშავა, ცუდი აკუსტიკაა, რის გამოც უკანა რიგებში არ ესმით, რა საკითხს უყრიან კენჭს და ამისთვის  პარლამენტმა ყურსასმენებით უნდა უზრუნველყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g