LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GITA – სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ქართველი ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის აგვისტოში ტექნოლოგიური ბანაკები მოეწყობა

434
GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის აგვისტოში სამი სხვადასხვა მიმართულების ტექნოლოგიურ ბანაკს აწყობს. კერძოდ:

  • 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდებში STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეები.

რეგისტრაციის ბმული – https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G

  • 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა.

რეგისტრაციის ბმული – https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl

  • 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია I-IV კურსის შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებისთვის (მთელი საქართველოდან): კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები.

რეგისტრაციის ბმული – https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO

ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g