ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა. ხანდახან მეც მიჩნდება ასეთი გრძნობა, მაგრამ ხედავთ, რომ უშრეტია ხალხის ენერგია და ძალიან მომწონს. ალბათ კიდევ მოემატებიან, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, აქციაზე ყველას მოთხოვნა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ეხება.
„ძალიან მიყვარს, როდესაც ხალხი აქტიურობს. ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მეც მიჩნდება ხოლმე ასეთი გრძნობა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია. მთავარი მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.
საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში, მსოფლიოსთან კავშირში ვიყოთ, ცალკე ხომ არ ვიქნებით“, – აღნიშნა ალსანიამ.