ჯაზმომღერალი გიული ჩოხელი გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ მისი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ ახალ წელზე ისაუბრა.
გიული ჩოხელმა ახალი წლის ღამეს მისი ცხოვრების სიყვარული იპოვა.
„მოსკოვში ახალი წლის კონცერტში მივიღე მონაწილეობა. კონცერტის შემდეგ სუფრაზე მიგვიპატიჟეს. მე მოვიწყინე, არ მომწონდა სიტუაცია.
უეცრად შემოვიდა მაღალი, ქერა, თაფლისფერი თვალებით კაცი. შემომთავაზა, რომ გვემღერა, მე კი არ ვიცოდი, ვინ იყო და ვკითხე, თქვენ უკრავთ-მეთქი? სიცილი დაიწყეს, ეს ცნობილი ჯაზმენიაო..
მოკლედ ბორის რიჩკოვმა დაუკრა და მაგრად „გავახურეთ“.
შემდეგ ვისაუბრეთ, მკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.
გამაცნო დედა, ულამაზესი ქალბატონი…
დავქორწინდით და 14 წელი ვიყავით ერთად“. – იხსენებს გიული ჩოხელი.