LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: „პოლიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ ხაბეიშვილი სადაც გამართავს შეხვედრას, ყველგან სდიოს და მისი დამცველი იყოს“

169
fot (5)

„ეს არის გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მცდელობა, რომ ისრები გადმოიტანოს ხელისუფლებაზე. ამას შეჩვეულები ვართ. რა თქმა უნდა, ასეთი ძალადობრივი გამოხატულება ვერ იქნება მხარდაჭერილი და მოწონებული, თუმცა როგორც იტყვიან რასაც დასთეს იმას მოიმკიო. ხაბეიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოების მიმართ რა განცხადებებიც აკეთა, როგორც იქცევიან ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, საზოგადოებაც შესაბამისად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ.

ვიდეო: „ქვებს ისვრიან“ – საგარეჯოში ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გადაცემაში „დღის თემა“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საგარეჯოში პოლიცია ადგილზე ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მივიდა და საქმეც აღიძრა.

მიქანაძე დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები საქმეს შეისწავლიან და კანონდამრღვევი პირის მიმართ შესაბამისის ზომები გატარდება.

კითხვაზე რატომ არ მოხდა საგარეჯოს ინციდენტის პრევენცია, მმართველი გუნდის წევრი ასე პასუხობს:

ზარქუა: ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი

ზარქუას თქმით, „ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი“.

„პოლიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ უკაცრავად და ლევან ხაბეიშვილი სადაც გამართავს შეხვედრას, ყველგან სდიოს და მისი დამცველი იყოს. ამ შეხვედრების კონტექსტში თუ რამე საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს საგარეჯოში – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და მის თანაპარტიელებს მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ისინი საპენსიო რეფორმის შესახებ ინფორმაციას პენსიონერებს აწვდიდნენ.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამომრჩეველთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ მათ საჯარო მოხელეები დაახვედრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, დაპირისპირებაში „ქართულმა ოცნების“ საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილი: არაფრის გვეშინია, თუ უნდა ჩავსულიყავი 150-160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები