LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი სიხარულიძე 81 წლის გახდა – „საზოგადო მოღვაწე, ყველას შემწე და მეოხი, ვარსკვლავოსანი…“

158
გივი სიხარულიძე

ქართველ მსახიობსა და მოცეკვავეს, გივი სიხარულიძეს 28 თებერვალს 81 წელი შეუსრულდა.

გივი სიხარულიძეს დაბადების დღეს ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს.

„დღეს, 28 თებერვალს, 81 წლის გახდა გივი სიხარულიძე – ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთი პატრიარქი, სუხიშვილების ოქროს თაობის ერთ-ერთი ბაჯაღლო მსახიობი მოცეკვავე, სპორტსმენი, მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, პოეტი, პროზაიკოსი, ნოველისტი, სცენარისტი, მრავალი წიგნის ავტორი, სატელევიზიო და რადიოგადაცემების ავტორი და წამყვანი, მრავალი პრემიისა და საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების ლაურეატი, ქორეოგრაფი და ბალეტმაისტერი, მომღერალი, მხატვარი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, საზოგადო მოღვაწე, ყველას შემწე და მეოხი, ვარსკვლავოსანი… 2024 წელს წოდებათა ამ არასრულ ნუსხას კიდევ ორი წოდება დაემატა – ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარდგინების საფუძველზე გივი სიხარულიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა, ამასთან, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა, გაზეთ „ქართული ფოლკლორის“ რედაქციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობილ ხელოვანს თბილისის კოლორიტის საპატიო წოდება მიანიჭა. ერთ-ერთი გაზეთი იმასაც წერს, რომ გივი სიხარულიძე არჩეულია ქართველ მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსად.
ბატონი გივი სიხარულიძე, ვფიქრობთ, არ გვისაყვედურებს, თუ მისალოც ტექსტში მისი რომელიმე რეგალია გამოგვრჩა.
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უდასტურებს მისდამი პატივისცემას ბატონ გივი სიხარულიძეს და, ცენტრის მრავალრიცხოვან საპატიო წევრებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან ერთად, 81-ე დაბადების დღეს ულოცავს ამ დიდებულ ადამიანს! დღეგრძელობა, მხნეობა, სიკეთე და ბედნიერება ვუსურვოთ!“ – ვკითხულობთ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მილოცვაში.

ვიდეო: გივი სიხარულიძე: „ჩემო კარგო, ჩემნაირი შესახედაობის რომ დაიბადებოდი, შენც გეყოლებოდა მაგდენი შვილი… მე პირადად აუცილებლად მოვხვდები სამოთხეში, რადგან არავის უარი არ ვუთხარი…“

ვიდეო: „სიცოცხლით სავსე ადამიანი.. ლეგენდა კაცი“ – გივი სიხარულიძის ენერგიული ცეკვა ნინი ბადურაშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g