LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გიზიარებთ ჩემს ომიკრონ-გამოცდილებას…ყველაზე უფრო გაუჭირდა პატარას” – რას წერს მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი

2982
ეკა

მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა. როგორც ის ამბობს, მას ომიკრონის შტამი დაუდასტურდა და ახლა გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება საზოგადოებას გაუზიაროს.

“გი­ზი­ა­რებთ ჩემს ომიკ­რონ-გა­მოც­დი­ლე­ბას, იქ­ნებ ვინ­მეს გა­მო­ად­გეს! მათ, ვი­საც 5 წლის ბავ­შვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­პენ­სიო ასა­კის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც გყავთ. ვი­ნა­ი­დან ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს ჰქონ­და და დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე გა­რეთ გას­ვლა­დია, შე­მიძ­ლია ფაქ­ტე­ბი დავ­დო: უფ­რო­სებ­მა გა­და­ი­ტა­ნეს ად­ვი­ლად, მაქს. 38-მდე სი­ცხით 1-2 დღე, ცოტა სახ­სრე­ბის და თა­ვის ტკი­ვი­ლით, ცოტა სურ­დო, ცოტა ხვე­ლა. მოკ­ლედ, არა­ფე­რი აუ­ტა­ნე­ლი და მძი­მე. იბუპრო­ფე­ნის დო­ნე­ზე და ლიმ­ნი­ა­ნი სი­თხე­ე­ბის და სი­სუს­ტე, 1-3-4 დღე, ნამ­დვი­ლად.

რომ მო­ვი­და-ვიგ­რძე­ნი რომ და­ი­წყო. რა­ღაც “სხვა” შეგ­რძნე­ბაა მთელს ორ­გა­ნიზ­მში, ვერ ვი­ტყვი რომ რა­ღაც სა­ში­ნე­ლი, უბ­რა­ლოდ-სხვა, აქამ­დე რომ არ გა­მო­მიც­დია. დის­კომ­ფორ­ტულ-უსი­ა­მოვ­ნო.

ყვე­ლა­ზე უფრო გა­უ­ჭირ­და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რას, 5 წლი­სას. 3 დღე-ღამე აჯან­ჯღა­რა სი­ცხემ, წამ­ლის ვადა გა­დი­ო­და თუ არა, უწევ­და, თან უც­ბად და საკ­მა­ოდ დიდ ხანს ვერ ჩა­მომ­ყავ­და. ბო­ლოს ძმ­რი­ა­ნი ნას­კე­ბი­თაც კი ვირ­ბი­ნე 1 ღამე პა­რა­ცე­ტა­მო­ლი სა­ერ­თოდ არ უგ­დებ­და, მხო­ლოდ იბუპრო­ფე­ნი…

3 დღის მერე და­ე­წია და წა­ვი­და. აი ესე, უცებ. რომ წავა, ამით არ თავ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა დაბ­ლა წა­ვი­დეს და 1-2 დღე და­ბა­ლი(35+) სი­ცხე­ე­ბი და­ტო­ვოს. ამ დროს უნდა და­ათ­ბუ­ნო (საბ­ნით, გრელ­კით, დე­დას­თან ჩა­ხუ­ტე­ბით) და ტკბი­ლი თბი­ლი სას­მე­ლე­ბი მის­ცე, თუნ­დაც შაქ­რი­ა­ნი წყა­ლი, ან კოკა-კოლა.მოკ­ლედ, მე-4 დღი­დან, კრი­ზი­სი რომ გა­და­ივ­ლის, არ უნდა მო­დუნ­დე, მა­ინც გა­უ­ზო­მო სი­ცხე ში­გა­და­შიგ და სიმპტო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლო… ეს უფ­რო­სებ­საც ეხე­ბა. ტო­ვებს სი­სუს­ტეს, წნე­ვას( მა­ღალს ან და­ბალს), გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბას ან პი­რი­ქით, თა­ვის ტკი­ვილს…

ყვე­ლა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მოქ­მე­დებს და ვე­რა­ვინ ვერ იტყვის ვის­თან რო­გორ გა­ქან­დე­ბა. პი­რა­დად მე ვერც ვი­წე­ქი და ვერც თავს ვუვ­ლი­დი ბავ­შვის მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბის გამო, დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ უკვე მე-5 დღე მაქვს ეს კარ­გი არაა, მე მო­მი­წია ასე. ვერც კო­მე­დი­ებს ვუ­ყუ­რე და ვერც ვი­ძი­ნე – და­ზო­გეთ ენერ­გია, 8 დღე­ში უკ­ვა­ლოდ არ მთავ­რდე­ბა!

ხო, კი­დევ – მერ­ვე-მე­ცხრე დღეს კუ­დის მოქ­ნე­ვა იცის, შე­იძ­ლე­ბა 1 დღე სი­ცხით ან რამე სხვა დის­კომ­ფორ­ტით…112-ში და­რეკ­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად, რე­კავ, აჭერ ღი­ლა­კებს, ის­მენ, მერე უცებ გე­უბ­ნე­ბი­ან “ყვე­ლა ოპე­რა­ტო­რი და­კა­ვე­ბუ­ლია” და გე­თი­შე­ბა, hold—ზეც არ ჯდე­ბი, რომ რიგ­მა მო­გი­წი­ოს.

სჯობს პორ­ტალ­ზე შეხ­ვი­დეთ და და­რე­გის­ტრირ­დეთ. ად­ვი­ლია. აი ვი­საც კომ­პი­უ­ტე­რი არა აქვს, არც ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფლობს და სა­ერ­თოდ, ასა­კო­ვა­ნია ან არ შე­უძ­ლია, თან კო­ვი­დი აქვს და ცუ­დად არის, გამ­ძლე­ო­ბას და ღმერ­თის მფარ­ვე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ.

დე­და­ჩე­მი პირ­ვე­ლი­ვე დღეს და­რე­გის­ტრირ­და და მე-8 დღეს ოჯა­ხის ექიმს არ ჰქონ­და და­რე­კი­ლი, ნაც­ნო­ბე­ბის ჩა­წყო­ბა დამ­ჭირ­და, რომ და­ურ­ე­კონ. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ასე იყო. კერ­ძო და­ზღვე­ვა ვი­საც აქვს, იმა­ნაც ჯერ 112-ში უნდა დარ­ე­კოს და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად. ხო, ანა­ლი­ზე­ბის მი­მარ­თვას ექი­მი გაძ­ლევთ( რო­მე­ლიც რომ წე­სით და­გი­რე­კავთ), და მერე მას­ვე მი­უ­ვა პა­სუ­ხი, თქვენ არა( სა­ხელ­მწი­ფო ვი­საც უკე­თებს უფა­სოდ), და მერე რომ მო­იც­ლის, გა­გა­გე­ბი­ნებთ თქვენს პა­სუ­ხებს..

ეს “ბუ­ღალ­ტე­რია” რა­ღას აჰ­კი­დეს ამ სა­წყალ ექი­მებს, არ ვიცი იმის მა­გივ­რად, ყვე­ლას თა­ვის მე­ილ­ზე მი­უ­ვი­დეს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ბევ­რი ხარ­ვე­ზია და ეცა­დეთ ახლა არ გახ­დეთ ავად, ან ადრე ჯობ­და, ან მერე. ცოტა ხანი 1-2 კვი­რა ბავ­შვებს თუ ბაღ­ში და სკო­ლა­ში ფი­ზი­კუ­რად არ ატა­რებთ, არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა. თუ მა­ინც მო­ვი­და ომიკ­რო­ნი, იქ­ნებ ეს პოს­ტი რა­მე­ში და­გეხ­მა­როთ. ხო, და კი­დევ: ყვე­ლა­ნი აც­რი­ლე­ბი ვართ ბავ­შვე­ბის გარ­და. და­ბუს­ტუ­ლიც. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ, ღმერ­თი თქვენ­სკენ!” – წერს ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g