LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

234
დავით გოგობერიშვილი

გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g