LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

207
შუქი

გლდანის, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის და წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხის, მთაწმინდის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და დიდგორის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები