LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლენ ქლოუზი და ბილი პორტერი ,,შიმშილის თამაშების” ახალ პრიქუელში ცოლ-ქმარს განასახიერებენ

135
photo-collage.png (17)

სუზან კოლინზის გახმაურებული დისტოპიური რომანის – ,,შიმშილის თამაშები” პრეისტორიის მეორე ნაწილის კინო ადაპტაციის სამსახიობო ჯგუფს ორი ახალი წევრი დაემატა.

ცნობილი გახდა, რომ ქესთს გლენ ქლოუზი და ბილი პორტერი შეურთდნენ. ისინი ფილმში ცოლ-ქმარს განასახიერებენ – ქლოუზი დრუსილა სიქლის, ხოლო პორტერი მაგნო სტიფტის როლს მოირგებს.

დრუსილას პერსონაჟი ,,შიმშილის თამაშების” ტრილოგიის მეორე ნაწილშია ნახსენები.

Sunrise on the Reaping, რომელიც The Hunger Games-ის ისტორიაზე დაწერილი უკვე მეხუთე ნაწარმოებია მიმდინარე წლის 18 მარტს გამოვიდა, ფილმის პრემიერა კი 2026 წლის 20 ნოემბერსაა დაგეგმილი.

,,შიმშილის თამაშების” წინარეისტორიის სიქუელი 2020 წელს გამოსულ წიგნსა და 2023 წელს მასზე დაფუძნებულ კინოსურათს – ,,ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე” მოსდევს.

როგორც ცნობილია, პრიქუელის მომავალი ნაწილი თინეიჯერი ჰეიმიჩ აბერნატის ისტორიას მოგვითხრობს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები