LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლენ ქლოუზი და ლეიდი გაგა – ორი გამარჯვებული ერთ ნომინაციაში (ფოტო)

page

Critics’ Choice Awards-ის წლევანდელი დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოდგა უცნაურობების თვალსაზრისით. წელს პირველად კრიტოკოსებმა წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ჯილდო ორ ქალბატონს მიაკუთვნეს. გამარჯვებულის გამოსავლენად სცენაზე გამოსულმა უილიამ დეფომ პრიზი ჯერ გლენ ქლოუზსს, შემდეგ კი ლეიდი გაგას გადასცა. გაგასთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მისი რეაქცია ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი გახდა.

ბრედლი კუპერის ფილმმა „ვარსკვლავის დაბადება“ მთავარი პრიზი ვერ მიიღო, ეს ჯილდო ფილს „რომა“ გადასცეს. ალფონსო კუარონი კი წლის რეჟისორი გახდა. წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კრისტიან ბეილი დაასახელეს. მეორეხარისხოვანი როლებისთვის კი კრიტიკოსებმა მაჰერშალა ალი და რეჯინა კინგი გამოარჩიეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები