LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჭებიდან დაწყებული რა ფულიც იხარჯებოდა, მაინც ვერ მოახერხეს ვერაფერი: გიგი უგულავა

65
გიგი-უგულავა

თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ ფოთში მეორე ტური იქნებოდა, – ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის მერობის შეთანხმებულმა კანდიდატმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ მეტი შანსი აქვს, აუხსნას მოსახლეობას თუ რატომ არის დამღუპველი ოლიგარქია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სრულიად სამარცხვინო ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაცია გვყავს” – განაცხადა უგულავამ

„ პრაქტიკულად მათ ადამიანები, საკუთარი თანამშრომლები გაწირეს იმისთვის, რომ 24 საათი ყოფილიყვნენ, დილის 8 საათამდე კი არა და მეორე დღის შუადღემდე ნახევარიც კი არ იყო დათვლილი, ეს ჭირვეულობა რაზეც მიუთითებს ყველანი კარგად ვხვდებით. როგორ „გაეპრავებინათ“, სასურველამდე მიეყვანათ ეს შედეგი.” – განაცხადა უგულავამ

მისი თქმით მეორე ტურს თავიდანვე ვარაუდობდნენ.

“გოჭებიდან დაწყებული რა ფულიც იხარჯებოდა, მაინც ვერ მოახერხეს ვერაფერი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ფოთელს, ვინც მხარი დამიჭირა, მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში და მე ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მეტი შანსი გვექნება, მეტ ადამიანს შევხვდე, მეტ ადამიანს ავუხსნა რატომ არის დამღუპველი ფოთისთვის ოლიგარქია და მისი ხელის ბიჭები. დარწმუნებული ვარ, რომ ის გეგმები, რომელიც გვაქვს ფოთს გამოიყვანს კრიზისიდან“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე შეფასებით, ფოთში საარჩევნო პროცესი თითქოს მშვიდად წარიმართა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ყველაფერი, რასაც ყოველ არჩევნებზე აკეთებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g