„ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შეფასებისას სალომე ზურაბიშვილის მაგალითი მოჰყავს.
„ ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. უნდა გასაჯაროვდეს ყველა მსგავსი ხარჯი მაღალი თანამდებობის პირების. ეს აბსურდულია, რისი 9 მილიონი? გუშინ ხელისუფლებამ არასწორად გაფორმებული კონტრაქტის გამო 250 მილიონი ლარი დაკარგა რუსული კომპანიის სასარგებლოდ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა წარმომადგენლობითი ხარჯები განახორციელა, რაც სახელმწიფოს ფუნქციის შესასრულებლად არის აუცილებელი.
გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა