LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: ძალიან სასაცილო საქმეა, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის, ასეთ რაღაცებზეა მიშას მიმართ საქმე აღძრული

169
გიული~

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მისი შვილის საქმე, ძალიან სასაცილოა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

„ჩემი აზრით, ძალიან სასაცილო საქმეა. ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ფული, რომელსაც გამოიყენებს ამ საქმიანობისთვის. რაზეა საუბარი? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვისაც, ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული“, – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g