LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა

119
Untitled design - 2021-12-02T104433.276

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესია ჩანიშნული, მისი მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იკრიბებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილის ის პიჯაკი მიიტანა, რომლის გამოც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართლებენ.

ჩალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს იმის გამო ედავებიან, რომ ის ქვეყნის ინტერესებს იცავდა.

„დღეს ბადრი კოჭლამაზასვილი წარმოადგენს სამარცხვინო პოზიციას, როცა ის ასამართლებს ჩვენს პრეზიდენტს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სიამაყით წარმოადგენდა საქართველოს დროშას. ეს არის სირცხვილი, ქვეყნის პრეზიდენტს ედავებიან იმას, რომ ის იცავდა ქვეყნის ინტერესებს.

ამ საქმეზე 8 წელია გენერალი ჯანაშია დადის და ზუსტად ამის მეშვეობით გაიცნო ხალხმა. პიჯაკების საქმე რომ არ ყოფილიყო 8 წელი ეს მუხლჩაუხრელი შრომა, ვერ გავიგებდით რამდენად სამარცხვინოა ეს საქმე და როგორც სხვა ქოცური საქმეები, ისე გაივლიდა, – განაცხადა ჩალაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს, 2 დეკემბერს 11 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები