საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, „ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, რადგან მხილებულიც არის და გადამხილებულიც. ამიტომ, გვარამიას ურჩევნია, რომ სააკაშვილმა ისაუბროს „ამ სამარცხვინო ბრალზე და მიმართოს საზოგადოებას“.
გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა
„ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც. ამიტომ მან მირჩევნია ისაუბროს ამ წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.