LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშას ეუბნებიან, რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა ენერგეტიკის სამინისტრომ, კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით: ნანუკა ჟორჟოლიანი

189
ნანუკა ჟორჟოლიანი

„მიშას ეუბნებიან, რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა გუშინ ვიგებთ, რომ მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრომ, კახი კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით, რაც 240 მილიონი ლარია, რომელიც რუსებს უნდა გადავუხადოთ“, – აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს ეხმიანება, რომელიც „პიჯაკების საქმესთან“ დაკავშირებით დღეს გაიმართება.

როგორც ჟორჟოლიანი წერს, „დადასტურებულად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ეს ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან“.

„მეგობრებო, რა უნდა ვიცოდეთ.

მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება 9 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ედავება. ამაში შედის ლეხ კაჩინსკის თაიგულიც და იუშენკოსთვის მირთმეული ჩაიც, ლეღვის მურაბით.

ანუ, მიშას ეუბნებიან რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა გუშინ ვიგებთ რომ მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრომ, კახი კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით, რაც 240 მილიონი ლარია, რომელიც რუსებს უნდა გადავუხადოთ.

უფრო მეტიც, ვიგებთ, რომ სხვადასხვა პროცესებში, რომელთა ძირითადი ნაწილიც წააგო ხელისუფლებამ ადვოკატების მომსახურეობა იგივე, 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ქვეყანას.

ანუ, რაც დადასტურებულად ვიცით ამ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ეს ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან.

ამიტომაც ვამბობთ, რომ სამართალთან კავშირი არ აქვს ამ პროცესებს.

#თავისუფლებამიშას“, -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g