LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ, რომ საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება: ზაალ უდუმაშვილი

67
ზაალ უდუმაშვილი

„ის ამ პროცესებზე იმიტომ კი არ დადის, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს მიმართოს, მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ, რომ საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება“, – აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი ტყვეა ქართულ ციხეში. უდუმაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ დღეს სააკაშვილს პირადად მიეცემა საშუალება ისაუბროს უშუალოდ „პიჯაკების საქმეზე“ და პირადად წარმოადგინოს ის არგუმენტები, რომელიც მთლიანად გააბათილებს იმ ნარატივს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას პროკურატურა და სასამართლო აწვდიდა.

მიშას ეუბნებიან, რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა ენერგეტიკის სამინისტრომ, კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით: ნანუკა ჟორჟოლიანი

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ეს არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ამ პროცესს სხვა მნიშვნელობა და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. დღეს მიხეილ სააკაშვილს პირადად მიეცემა საშუალება ისაუბროს უშუალოდ ამ საქმეზე და პირადად წარმოადგინოს ის არგუმენტები, რომელიც მთლიანად გააბათილებს იმ ნარატივს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას პროკურატურა და სასამართლო აწვდიდა. ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ის ამ პროცესებზე იმიტომ კი არ დადის, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს მიმართოს, მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ,რომ საზოგადოებას მიმართოს. საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელიც ამ საქმეში არსებობს და რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნება, საპროტესტო აქციები მუდმივად გაიმართება.

„სულ რომ არ დავაანონსოთ აქ აქციები, ისედაც შეიკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რადგან დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ის არის დღეს პუტინის პირადი ტყვე ქართულ ციხეში და ბუნებრივია, სასამართლოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. აქციები, რა თქმა უნდა, იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

პოპულალურები