LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: იმედია, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც “ქართულ ოცნებას” არ მისცემს საშუალებას, იყოს იმ კომფორტში, რომელშიც ახლა იმყოფება

84
რომან გოცირიძე

შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში – ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ ენმ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას:

“საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხუთშაბათს. იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ, იმედია, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას და არ მისცემს “ქართულ ოცნებას” საშუალებას იყოს იმ კომფორტში, რომელშიც ახლა იმყოფება”, – თქვა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ფრაქციის სხდომა გუშინ გამართეს.

სხდომის დასრულების შემდეგ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ცენტრალური ადგილი ეკავა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

მისივე თქმით, საპარლამენტო საქმიანობის მიმართულებით საჭიროა სხვადასხვა დეტალის განხილვა, რის გამოც მსჯელობა ხუთშაბათს გაგრძელდება.

ხუთშაბათს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, როდის გამოვა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტიდან: ხატია დეკანოიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g