LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: „როდესაც 11 წელი ვერტმფრენზე ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს“

173
რომან გოცირიძე

„როდესაც 11 წელი ვერტმფრენზე ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ შოვის სტიქიაზე საუბრის დროს განაცხადა.

გოცირიძის თქმითვე, „შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან ეს რიგითი შემთხვევა არ არის“.

„როგორ ბედავენ, როგორც ჰყოფნით თავხედობა, რატომ არიან ამდენად უზნეოები, რომ ვერეს ტრაგედიის შემდეგ კვლავ თავის გამართლებასა და ასე უტიფრად ლაპარაკს ბედავენ…

მოხდა უდიდესი ტრაგედია და თუ ამ ტრაგედიის შემდეგ კვლავ გაბედავენ დაარღვევენ კონსტიტუციას და სხვადასხვა მანიპულაციის გზით საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩაშლიან, ეს დაამტკიცებს, რომ იმ კატასტროფულ შედეგში დამნაშავეა ხელისუფლება. ეს იქნება არამხოლოდ პოლიტიკურად გაუმართლებელი და უკანონო ქმედება, არამედ უზნეო ნაბიჯი, ეს იქნება ჭირისუფლების ნების გაუთვალისწინებლობა, რომლებიც მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით ობიექტურ დასკვნას ელიან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არც ერთ გახმაურებულ საქმეზე პროკურატურას ობიექტური გამოძიება არ წარუმართავს.

ისეთ შემთხვევაში, როცა სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელია, შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება, რომ ყოფილიყო წინასწარი გაფრთხილების მექანიზმები, მონიტორინგი, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით დაკვირვება, ადამიანების გადარჩენა 10-15 წუთის საქმე იქნებოდა.

11 წელი გავიდა და ისევ ვერტმფრენებზე ვლაპარაკობთ. რიგში ვდგავართ და ვერტმფრენი 2024 წელს იქნებაო. ვის გაუგია რიგი საბაზრო ეკონომიკაში და თუ რაღაცაზეა რიგი და ეს სპეციალური აღჭურვის აპარატია, რატომ არ დაიჭირეს რიგი აქამდე?“ – თქვა რომან გოცირიძემ.

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“

ვახტანგ გომელაური – ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა,დაჯდე და უცებ გავარდე – ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ

“ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის ეს თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული” – ხაზარაძე გომელაურს პასუხობს

ვახტანგ გომელაური – რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ასჯერ მაქვს ახსნილი – შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g