LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოფოძე: შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან მაღალი, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაინც იზრდება

91
ლევან გოფოძე

ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაინც იზრდება, იმიტომ რომ შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან მაღალი, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

„მატულობს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, აქვთ თანმხლები დაავადებები. მათ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, იმიტომ რომ ზოგს სუნთქვის განსაკუთრებული რეჟიმი უნდა, ზოგს მაღალი ცხელება აქვს და ა.შ. ასე რომ, ჰოსპიტალური სექტორი მაინც იტვირთება. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 297 პაციენტი“, – განაცხადა გოფოძემ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

26 320 ახალი შემთხვევა და 44 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები