LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: “ვაკის შადრევანს მარიტას სახელს მივანიჭებდი, ლამაზ მემორიალურ დაფასაც დავდგამდი მისი ხსოვნისთვის და იმის შესახსენებლად, რომ უსაფრთხო გარემოს მიმართ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა”

207
BeFunky-collage

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ინიციატივით გამოდის, ვაკის პარკის შადრევანს მარიტა მეფარიშვილის სახელი მიენიჭოს.

აღნიშნულის შესახებ ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

“ვაკის შადრევანს მარიტას სახელს მივანიჭებდი და ლამაზ მემორიალურ დაფასაც დავდგამდი მისი ხსოვნისთვის და იმის შესახსენებლად, რომ უსაფრთხო გარემოს მიმართ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა,” – წერს გოგა ჩანადირი.

„იქნებ კარგი იდეაა შადრევანზე მარიტას ქანდაკება გაკეთდეს.. გოგონა, რომელიც თავისი მეგობრების გადასარჩენად გადახტა ამ შადრევანში“ – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.

ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g