LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ხაჩიძე ზურა ჯაფარიძეს: “ვიცი, რა პრობლემები იყო “გირჩში”, ვიცი, რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება”

220
gogazura2012

ზურა ჯაფარიძეს მიმართავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე. ის წერს, რომ პარტიას სახელი სწორედ თავად მოუფიქრა და ნაწილობრივ, მისი ნათლიაც გამოვიდა. მას ზურა ჯაფარიძის გარეშე “გირჩი” ვერ წარმოუდგენია.

“ზურა ჯაფარიძე, გირჩი – სახელად პარტიას მე დავარქვი.

შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი ?

”გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი,  რა თქმა უნდა, შენ ხარ!

ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც.

თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ, სასაცილოა.

მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში;

ისიც ვიცი, რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;

ვიცი, როგორ აგროვებდი,  გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;

ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს…

მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს…

ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები