LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ხაინდრავა: „ჩემი ცოლობა არც ერთი ქალისთვის არ იქნებოდა მარტივი…“

1063
gogaxaindrava345

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს, მარიკა ჭიჭინაძეს ბევრი დამსახურება აქვს.

გოგა ხაინდრავა:

მარიკა ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა მაშინ, როდესაც მე 26 წლის ვიყავი და სამუდამოდ დარჩა. მე რომ დღეს ისეთი გოგა ხაინდრავა ვარ, როგორიც ვარ, ეს მარიკა ჭიჭინაძის დამსახურებაა. ის არის ჩემი გულის ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. რომ არა მარიკა, კაცმა არ იცის, დავბრუნდებოდი თუ არა აფხაზეთიდან, სად ვიქნებოდი, ან საერთოდ რას გავაკეთებდი. ორმოცი წელია, ამ გზას ერთად ვადგავართ, ის ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადამიანია. როცა ის გამოჩნდა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდ იყო. გართულებები, გაუგებრობა სამართალთან, რომელიც საბოლოო ჯამში გაირკვა, მაგრამ მაშინ, მართალი გითხრათ, მისი მხრიდან ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ჩემი ცოლობა. კარგად ვცხოვრობთ, გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს. ხანდახან მეცინება, საერთოდ როგორ გაძლო. ჩემი ცოლობა არც ერთი ქალისთვის არ იქნებოდა მარტივი. ამდენი ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამდენი ძალადობა როგორი ასატანია?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები