LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილი: საუბრები, რომლებიც თითქოს უკრაინულ საიტებზე იტვირთებოდა, ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული

77
უყლკტყუ

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ საუბრები, რომლებიც თითქოს უკრაინულ საიტებზე იტვირთებოდა, სინამდვილეში ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული და ატვირთული სუს-ის „ოტოს“ მიერ.

„მე ვხედავ, რომ ქოცები ისევ აგრძელებენ ხალხის ცრუ პროპაგანდით დაშინებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის. ეს საუბრები ყოველთვის იყო ქოცების მიერ შექმნილი ხალხის გასაშავებლად. ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და არაავთენტიკური საუბრები.

სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე მე წარვადგენ ამ ყველაფრის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ორიგინალშიც და დამონტაჟებულშიც.

სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვილაპარაკო სიმართლე ხალხის წინაშე. სიცრუე კი ერთია: საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე, სინამდვილეში იყო სუსის საიტები და საუბრები იყო ივანიშვილის დავალებით დამონტაჟებული და ატვირთული სუსის ოტოს მიერ. ხალხს უკვე აღარ სჯერა თქვენი „შოკისმომგვრელი” მდარე ხარისხის „ფეიკ“ პროპაგანდის. ასე რომ груსებო, ხალხი მალე გამოგიტანთ სამარცხვინო განაჩენს.“,- ნათქვამია განცხადებაში.

„როცა მარხვას ვიცავდით, გომელაური დაგვცინოდა, მისი მეუღლე ამბობდა, ეს ჩემი წმინდა ვახუშტიაო, ხოდა, წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, ღმერთთან ვერ ჩააწყობ“ – გოგაშვილის მეუღლე

“გული მწყდება, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც” – ვახტანგ გომელაური ბრალდებებს პირველად პასუხობს და ჰყვება, როგორ აწინაურებდა გოგაშვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g