LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტი, სავარაუდო, სუსის ფაილებში მოხსენიებულმა ნიკოლოზ ანთიძემ დაადასტურა

129
fortuna.ge (29)

სავარაუდოდ, სუს-თან დაკავშირებული ფარული მოსმენა-მიყურადების ამსახველი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ, შესაძლოა, დაზიანებული იყოს იაკობ გოგებაშვილის საფლავი, ხოლო მისი ნეშტი გაბნეული.

„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას დღის განმავლობაში არაერთხელ შეეცადა.

გოგებაშვილის საფლავი დაზიანებულია და ნეშტი გაბნეულია? - რა პასუხი აქვთ მერიაში სუს-ის სავარაუდო ფაილებზე

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ მერიის პრესსამსახურს ესაუბრა. 

ამ დროისთვის ფაქტს მხოლოდ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს.

„მაშინვე მოხდა მისი არქეოლოგიურად შესწავლა, მოხდა მისი ასე ვთქვათ, პატივით, ეკლესიურად შეკეთება და შესწავლა ამ სამარხის. ახალი სამარხით მოხდა იმავე ადგილზე დაკრძალვა..

ამ სამუშაოების დროს რაღაც მომენტში ჩაინგრა თაღი და სწრაფი რეაგირება მოხდა ძალიან,“ – ამბობს ანთიძე „ფორმულასთან“.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ მერიის პრესსამსახურს ესაუბრა.

მერიის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ორი წლის წინ პანთეონში სადრენაჟო სამუშაოები ნამდვილად ჩატარდა, მაგრამ იაკობ გოგებაშვილის საფლავთან დაკავშირებით  მსგავსი შემთხვევა მათთან არ ფიქსირდება.

მათივე ინფორმაციით,  დედაქალაქის მერი დღეს ხუთ საათზე ღონისძიებაზე იქნება, რადიოქალაქის პრეზენტაციაზე, სადაც სავარაუდოდ, აღნიშნულ ფაქტზეც გააკეთებს კომენტარს.

დღესვე ჩვენს ზარებს არ უპასუხა მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა – მათი უმრავლესობა სასულიერო პირებს ეხებოდა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

უთანხმებდა თუ არა ზურაბიშვილი გამოსვლის ტექსტს პატრიარქს – რა წერია გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის ფაილებში

როდის გეგმავდა პატრიარქი გადადგომას და ვინ გადააფიქრებინა – რა წერია სავარაუდოდ სუს-ის ფაილებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები