LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გეგმავდა პატრიარქი გადადგომას და ვინ გადააფიქრებინა – რა წერია სავარაუდოდ სუს-ის ფაილებში

320
პატრიარქი

სავარაუდოდ, სუს-თან დაკავშირებული ფარული მოსმენა-მიყურადების ამსახველი დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება, რომ პატრიარქი გადადგომას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

სავარაუდო ფარული ჩანაწერებიდან ასევე ცნობილი ხდება, როდის გეგმავდა ილია მეორე გადადგომას და ვინ გადააფიქრებინა.

2020 წლის სექტემბრით დათარიღებულ ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ვარაუდობს, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავს.

“ფორმულას” ინფორმაციით, ამავე ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ დიმიტრი შიოლაშვილმა ილია მეორეს გადადგომა გადააფიქრებინა.

“ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი “ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის” პანსიონის დირექტორ, მონაზონ სიდონია დარჩიასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ მ/წ 6 სექტემბერს პატრიარქთან დაგეგმილ შეხვედრაზე უწმინდესი გეგმავს გადადგომას.

მისივე განმარტებით, დაახლოებით ერთი კვირის წინ ილია მეორემ თავის თანაშემწე დავით ჭინჭარაულს სთხოვა, რომ დაერეკა მღვდელმთავრებთან და დაეგეგმა შეხვედრა საპატრიარქოში, თუმცა იმ მომენტში ქ.თბილისში იმყოფებოდა მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავარი. დ.შიოლაშვილის თქმით, ხსენებულ მღვდელმთავრებთან შეხვედრისას პატრიარქმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად მან მ/წ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დატოვოს საპატრიარქო ტახტი. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის იქნება კატასტროფა და გამოიწვევს ქაოსს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საუბრიდან რამდენიმე წუთში დ.შიოლაშვილი კვლავ დაუკავშირდა ს.დარჩიას და აცნობა, რომ დაუკავშირდა პატრიარქის მომვლელი ანასტასია (დოკი) იაშიბაში, რომელმაც სასწრაფოდ სთხოვა მცხეთაში ჩასვლა და პატრიარქის მონახულება. მიტროპოლიტის თქმით, ა.იაშიბაში იყო საკმაოდ აღელვებული და განაცხადა, რომ პატრიარქი ემზადება გადადგომისთვის და მისთვის აზრი შეცვლა შეუძლია მხოლოდ დ.შიოლაშვილს. თავის მხრივ მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ამ მომენტში იმყოფება ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში და სასწრაფოდ გაემგზავრება ქ.მცხეთაში”, – ვკითხულობთ ჩანაწერში.

კიდევ ერთ ჩანაწერში კი აღნიშნულია, რომ დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის თანაშემწეს, დავით ჭინჭარაულს აცნობა, რომ ილია მეორეს ესაუბრა და გადააფიქრებინა:

“ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა პატრიარქის თანაშემწეს დავით ჭინჭარაულს აცნობა, რომ მკაცრად ესაუბრა უწმინდესს და გადააფიქრებინა გადადგომა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დ.ჭინჭარაულმა განაცხადა, რომ ილია მეორის ინიციატივის შესახებ შეიტყვეს “ზემოთ” და საპატრიარქოს განუმარტეს, რომ დაუშვებელია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რადგან აღნიშნული ქმედება უარყოფითად აისახება როგორც მოსახლეობის განწყობაზე, ასევე ხელისუფლების რეიტინგზე. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა დ.შიოლაშვილიც”.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა – მათი უმრავლესობა სასულიერო პირებს ეხებოდა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს. პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

თემის კომენტირებისას დღეს ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველანაირ ვერსიაზე იმუშავებენ.

ამავე თემაზე:

ჩიხლაძე: ჩემსა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგი, რომელიც გაშიფრულია, მის სახლში შედგა

გახარიას პარტიის პასუხი „ოცნებას“: მოვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს: აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ აშანტაჟებდნენ

რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ სსრკ დროშა ფრიალებს – გოცირიძე

„ჯაფარამ დაურეკა წმინდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მაზლის საყვარელს“ – არ იძებნება, დიდება უფალს“

ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება

“დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია…” – წულუკიანი გახარიას მხარდამჭერებს მიმართავს

თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? მაშინ უნდა დავიჭიროთ – ხვიჩია

სახალხო დამცველი: „მოსმენების კანონი“ 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g