LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უთანხმებდა თუ არა ზურაბიშვილი გამოსვლის ტექსტს პატრიარქს – რა წერია გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის ფაილებში

90
სალომე და ილია

სავარაუდოდ, სუს-თან დაკავშირებული ფარული მოსმენა-მიყურადების ამსახველი დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება, რომ  პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გეგმავდა, თავისი გამოსვლის ტექსტი საპატრიარქოს, კერძოდ, ილია მეორესთვის შეეთანხმებინა. ამის შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ on.ge – მ გაავრცელა.

დოკუმენტებში, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებია, წერია, რომ საპატრიარქოში ელოდნენ, როდის გაუგზავნიდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას.

როდის გეგმავდა პატრიარქი გადადგომას და ვინ გადააფიქრებინა - რა წერია სავარაუდოდ სუს-ის ფაილებში

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა.

“პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შორენა თეთრუაშვილის თანაშემწე რეზო შარაბიძეს აცნობა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში საპატრიარქოს გადმოუგზავნის მ/წ 17 აპრილს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლის ტექსტს.

გ.ზვიადაძის თქმით, პრეზიდენტს სურს, ტექსტს გაეცნოს უწმინდესი და შეიტანოს შესაბამისი შესწორებები”, – ვკითხულობთ 2020 წლის დოკუმენტში, რომელშიც აღდგომასთან დაკავშირებული სხვადასხვა განცხადებები და მოვლენები არის გაერთიანებული.

აღსანიშნია, რომ 2020 წლის 17 აპრილს პრეზიდენტმა მართლა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიაზე, შეზღუდვებსა და სააღდგომო ლიტურგიაზე ესაუბრა.

მაშინ, როცა მთავრობამ ეკლესიას პრივილეგია მიანიჭა და შეზღუდვებისა და კომენდანტის საათის დროს ღამის საათებში ხალმხრავალი ლიტურგია ჩაეტარებინა, პრეზიდენტმა თავის სიტყვაში თქვა, რომ “კანონმა ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია” და “თუ გვინდა სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია.”

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა, სასულიერო პირმა და ჟურნალისტმა საკუთარი საუბრის ჩანაწერები ამოიცნო.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სავარაუდო სუსის ფაილებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავუკავშირდით, პრესსამსახურში განგვიცახდეს, რომ კომენტარს მოგვწერენ  –  პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებს. 

 

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა – მათი უმრავლესობა სასულიერო პირებს ეხებოდა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო.

ამავე თემაზე:

ჩიხლაძე: ჩემსა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგი, რომელიც გაშიფრულია, მის სახლში შედგა

გახარიას პარტიის პასუხი „ოცნებას“: მოვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს: აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ აშანტაჟებდნენ

რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ სსრკ დროშა ფრიალებს – გოცირიძე

„ჯაფარამ დაურეკა წმინდა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მაზლის საყვარელს“ – არ იძებნება, დიდება უფალს“

ხოჯევანიშვილი წულუკიანზე: უღირს ადამიანებს საკმაოდ იოლად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება

“დავუბარებივარ გახარიას თავის კაბინეტში, შესასრულებლად გაუგონარი დავალებაც მოუცია…” – წულუკიანი გახარიას მხარდამჭერებს მიმართავს

თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? მაშინ უნდა დავიჭიროთ – ხვიჩია

სახალხო დამცველი: „მოსმენების კანონი“ 2018 წელს გავასაჩივრეთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g