LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი გვახარია: „ნახეთ, როგორ ხვდება დარბაზი უკრაინელ მოციგურავეს… ამ კადრებს რომ ვუყურებდი, იმედი მომეცა…“

400
gogi

გოგი გვახარია სოციალურ ქსელში უკრაინელი მოციგურავის გამოსვლას ავრცელებს და წერს:

„ეს უკრაინელი ბიჭი 22-ე ადგილზეა. რაც ომი დაიწყო, არც უვარჯიშია. მსოფლიო ჩემპიონატზე სავარჯიშო ფორმით გამოვიდა, რაც წესების დარღვევაა (მხოლოდ ერთმა მსაჯმა დააჯარიმაო, სადღაც წავიკითხე). არ დაიზაროთ, ნახეთ, როგორ ხვდება მას დარბაზი… სხვათა შორის, ის დარბაზი, სადაც ვიღაცებმა ქართველი მოციგურავეების გამოსვლის შემდეგ „მალადცის” ყვირილი დაიწყეს:(

მაგრამ ეგ იქით იყოს. ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამიელვა აზრმა, რომ ევროპელი ობივატელი მცირე ეკონომიკურ პრობლემასაც ვერ აიტანს, გაზის, თუ სენდვიჩი-სასისკის გაძვირებას უკრაინას დააბრალებს და თავის მთავრობას მოსთხოვს შეწყვიტოს უკრაინელი ხალხის დახმარება (რუსული პროპაგანდა არ ისვენებს დასავლეთში, აგერ გუშინ მექსიკელ მემარცხენეებს რუსეთთან მეგობრობის კლუბი დაუარსებიათ), მაგრამ ამ კადრებს რომ ვუყურებდი, იმედი მომეცა – რატომ გვაქვს ასეთი წარმოდგენა დასავლურ საზოგადოებაზე? თუ ასეთი გამყიდველები არიან, რატომ გვინდა მათ სივრცეში ყოფნა? იქნებ, სწორედაც პირიქით – უკრაინას კი არა, პუტინს „დაააბრალონ“ და კარგად გაიაზრონ, რას წარმოადგენს რეალურად ეგ რეჟიმი? არა, იქნებ კი არა – როცა ამ კადრებს ვუყურებ, ამ ოვაციებს,  ვიჯერებ, რომ სწორედ ასე იქნება  – უკრაინაში ისეთი ბოროტება ხდება, რომ ვერანაირი რუსული პროპაგანდა და „მალადცი” ვერ გადაწონის ამას…“

ქართველი მასწავლებლის ემოციური მიმართვა: „თუ გინდა, სულ აღარასოდეს დავიძინებ, ღმერთო, ოღონდ ისინი ისევ სახლებში დააბრუნონ ლიფტებმა…“

ქეთი დევდარიანი: „ძალიან ბევრი რუსი ვიცი, ვინც ღარიბაშვილზე მეტად გვიცავს ჩვენ… თინა კანდელაკს საქართველოში არ შემოვუშვებდი“

დათო ტურაშვილი: „ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ზელენსკის ლანძღავენ… ჩვენი ხელისუფლების წევრებს არც ერთხელ არ დასცდენიათ, რომ პუტინი ცუდი კაცია…“