დათო ტურაშვილი „ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ უკრაინელების სიმამაცემ მთელი მსოფლიო გამოაფხიზლა, ერთადერთი, სადაც ზელენსკის ლანძღავენ, საქართველოა:
„გასაგებია, როცა გამოდიან და ამბობენ, სიფრთხილეო, მეც მაგის მომხრე ვარ, მაგრამ უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ მელ გიბსონის პერსონაჟი და ყველა ის წიგნი, რაც წაგვიკითხავს, სინამდვილეში არსებობს, გააცოცხლეს ყველა პერსონაჟი, რაც კი კაცობრიობამ იცოდა და ვის მაგალითზეც იზრდებოდა. სამყარო ძალიან პრაგმატული გახდა, ხალხს ჯიპზე ძვირფასი არაფერი ჰგონია… აღმოჩნდა, რომ არსებობს ღირებულებები, სამშობლო… მთელ დედამიწაზე ყველგან გაოგნებულები უყურებენ, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ლანძღავენ ზელენსკის, საქართველოა. გავიგე, რომ შეიძლება ის ზოგს უკრაინაშიც არ მოსწონდეს, მაგრამ ამ ომის დროს შეიძლება, საქართველოს ხელისუფლება გამოდიოდეს, ზელენსკის ლანძღავდეს და არც ერთ მათგანს არ დასცდენია არც ერთი სიტყვა პუტინზე, ამ ვამპირზე, მანიაკზე და სისხლისმსმელ ფაშისტზე. დასდევენ ჟურნალისტები და ერთხელ ვერ ათქმევინეს, რომ პუტინი ცუდი კაცია, ზელენსკის კი ლანძღავენ, ეს დაუჯერებელია რამეა…“