“ნანუკას შოუს” ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა 11 წლის სესილი, რომლის თხოვნითაც მშობლებმა სამი მზრუნველობამოკლებული ბავშვი იშვილეს.
“როდესაც მივედით, რომ ბავშვი წამოგვეყვანა, ის სხვა ოჯახში დაგვხვდა წასული. დავინახე სამი გოგონა და ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, რომ ისინი ჩემი დები გახდებოდნენ. ორი წელია, ჩვენთან არიან, მათ ვუვლი, ვეფერები, ვასწავლი ან ერთად ვთამაშობთ”, აღნიშნავს სესილი ინტერვიუში.