LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, აქედან გამომდინარე იქმნება საცობი – ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს

150
ვახტანგ გომელაური საცობებზე

საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა – ვიძახით, რატომ არის ქალაქში საცობი. აქედან გამომდინარე იქმნება საცობი. ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა. მისივე განცხადებით, რომ არა სიჩქარის კონტროლი და კამერების მონტაჟი, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მაჩვენებელთან შედარებით ორმაგი და სამმაგი იქნებოდა.

„2008 წელს საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა იყო 630 000, 2011 წელს იყო 785 000, დღეს, საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა. ასევე მოტოტექნიკა, რაც არის ავარიის ერთ-ერთი ხშირი შემთხვევა, როდესაც გარდაცვალებით მთავრდება. 2011 წელს იყო დარეგისტრირებული 3 100 მოტოტექნიკა, დღეს კი 33 552 არის დარეგისტრირებული. რა თქმა უნდა, ცუდია, გარდაცვალების შემთხვევის ზრდა, თუმცა მანქანები მილიონით არის გაზრდილი და თითქმის 30 ათასით არის გაზრდილი მოტოტექნიკა. ვიძახით, რატომ არის ქალაქში საცობი. აქედან გამომდინარე იქმნება საცობი. ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს. რეალურად ეს არის, რომ მანქანებმა ძალიან მოიმატა ქვეყანაში. აქედან გამომდინარეა საცობი და ავარიებიც იმატებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური: „2023 წელს ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა“

560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება – შს მინისტრის თქმით, ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია გაიზრდება

გომელაური: უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული მხარისთვის კიდევ ორი შვეულმფრენის გადმოცემა

ფოტო: ipn, რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g