გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
”საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. – აღნიშნულია, ინფორმაციაში.
ჩუმათელეთი-ხუნევისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მოძრაობა თავისუფალია