2016 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია Google-ის საავტორო ხაზის Nexus-ის გაუქმებასთან დაკავშირებით. იმ პერიოდისთვის აღნიშნული ინფორმაციის ავთენტურობის დადასტურება ვერ მოხერხდა, თუმცა როგორც ჩანს იგივე ამბავი კვლავ არ კარგავს აქტუალობას.
Android Central-ი ადასტურებს, რომ IT გიგანტი ნამდვილად ემზადება ბრენდის სამუდამო დასამარებისთვის. გარდა ამისა, მათი განცხადებით, Nexus-ის ხაზი უბრალოდ შეცვლილი სახელით იხილავს დღის სინათლეს. სავარაუდოა, რომ Nexus-ის განახლებულ ხაზს სახელწოდება Pixel ეწოდოს. ტექ-მოყვარულებმა უკვე იხილეს Pixel C და Chromebook Pixel. ორივე მოწყობილობა საოცარი წარმადობითა და სტაბილურობით გამოირჩეოდა, რაც ყველაზე ახლოს დგას კომპანიის ანალოგიური კლასის, Nexus-ების დივაისებთან.
მოხდება თუ არა Nexus-ების Pixel-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანება ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა სხვადასხვა ჰაი-ტექ გამოცემების მიხედვით, რებრენდირებული Nexus-ი სწორედ Pixel-ის ლოგოს ქვეშ გაერთიანდება.