Google ინკოგნიტო რეჟიმში მომხმარებელთა ძიებების მონაცემებს წაშლის, რათა პირადი ინფორმაციის საფუძველზე მათი იდენტიფიცირება აღარ იყოს შესაძლებელი.
კომპანიას მოთხოვნები Google-ის ანგარიშის მფლობელებმა 2020 წელს წაუყენეს. ისინი მას ინკოგნიტო რეჟიმში პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვებაში ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ თუკი ფედერალური მოსამართლე სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს 136 მილიონ მომხმარებელზე გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ Google-მა უკვე შეიტანა ცვლილებები ინკოგნიტო რეჟიმში ძიების პირობების ტექსტში.