LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ის ახალმა სატვირთო ავტომობილმა დიდი ინტერესი გამოიწვია (ვიდეო)

53

Google, Apple, Tesla, Cruise Automation-ისა და სხვა წარმატებული კომპანიების ყოფილი თანამშრომლები, რომელთა რიცხვიც ჯამში 40-ს აღემატება, გაერთიანდნენ ახლად შექმნილ კომპანიაში Otto, რომლის მიზანიც მოძველებული სატვირთო ავტომობილების, თვითმავალი ავტომობილებით ჩანაცვლებაა.

კომპანია Otto-ს დამფუძნებელი Google-ის თვითმავალ ავტომობილებზე მომუშავე გუნდის ყოფილი უფროსი, ენტონი ლევანდოვსკი გახლავთ. მისი მოადგილე კი აგრეთვე Google-ის ყოფილი თანამშრომელი, ლიონ რონი გახლავთ, რომელიც Google Maps-ის მთავარი სპეციალისტი გახლავთ.

40 კაციანი გუნდის Otto–ს პირველი თვითმავალი სატვირთო ავტომობილის პროტოტიპმა ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. ვიდეო, სადაც სწორედ ეს სატვირთო ავტომობილია აღწერილი სოც-ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

https://www.youtube.com/watch?v=bK76W1kH4jA