LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google უმოქმედო ანგარიშების წაშლას გეგმავს – ვის შეეხება გადაწყვეტილება

195
google

Google ისეთი ანგარიშების წაშლას გეგმავს, რომლებიც სულ მცირე ორი წლის განმავლობაში არავის გამოუყენებია. ცვლილება მხოლოდ პირად ანგარიშებს შეეხება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილებას ემსახურება.

უმოქმედო ანგარიშების წაშლას Google დეკემბრიდან აპირებს, მანამდე კი მომხმარებლებს კომპანიიდან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაეგზავნებათ. რამდენიმე თვეში კი უმოქმედო ანგარიშების ეტაპობრივი წაშლა დაიწყება.

თავდაპირველად, გაუქმდება ანგარიშები, რომლებიც მომხმარებელს არასდროს გამოუყენებია. კომპანია ამ ეტაპზე არ შეეხება  ორგანიზაციულ ანგარიშებს.

რამდენიმე ხნის წინ პასიური ანგარიშების წაშლის შესახებ განცხადება Twitter-მაც გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g