LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის ჰოსპიტალმა გადაწყვიტა ჩანაწერები წაეშალა, რაზე ვლაპარაკობთ: ნიკა გვარამია სააკაშვილის კადრების განადგურებაზე

97
გვარამია

გორის ჰოსპიტალმა გადაწყვიტა თვითონ, სამედიცინო დაწესებულებამ, რომ თითი დაეჭირა და წაეშალა? რაზე ვლაპარაკობთ? – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალის განმარტებას, თუ რატომ წაიშალა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

„ვინ ეკითხება გორის ჰოსპიტალს ეს ვიდეო ვინმეს სჭირდება, თუ არ სჭირდება? “

როგორც გვარამია აცხადებს, გორის ჰოსპიტალს არ უნდა გადაეწყვიტა ვიდეოჩანაწერი ვინმეს სჭირდებოდა თუ არა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ვინ ეკითხება გორის ჰოსპიტალს ეს ვიდეო ვინმეს სჭირდება, თუ არ სჭირდება? გამოძიება მიმდინარეობდა ჯერ კიდევ გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე, არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, ბევრი განცხადება გაკეთდა ვიდრე სააკაშვილი იქიდან წამოვიდოდა, რომ გორშიც ხდებოდა ეს. გორის ჰოსპიტალმა გადაწყვიტა თვითონ, სამედიცინო დაწესებულებამ, რომ თითი დაეჭირა და წაეშალა? რაზე ვლაპარაკობთ?“, – განაცხადა გვარამიამ.

როგორც სამხედრო ჰოსპიტლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, კამერების დამონტაჟება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა, თუმცა, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.

 

mazda magti 5g