LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა – რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი“: სააკაშვილი ჩანაწერებზე

139
მიხეილ სააკაშვილი

„დავით ღონიაშვილი ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი,“– ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანის ჩანაწერებზე საუბროს.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე.“

„სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.

მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.

აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:

1. თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ – ეს მკვლელობის მცდელობაა.
2. უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
3. დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.

ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა ჰგონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ. თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში.

აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (ბადრაგის თანამშრომლებს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრების განადგურებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტეს, რომ კამერების დამონტაჟება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა, თუმცა, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.

ასევე აღნიშნეს, რომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები შეგნებულად განადგურდა. ხოლო, ჰოსპიტალში სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრების წაშლის მიზეზად, მასალის 72 საათში ავტომატური გადაწერა დასახელდა. მათივე მტკიცებით, დაარქივება ვერ მოხდებოდა, რადგან იმ დროისთვის არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან 2 დღის შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორმა ჰოსპიტალს, კლინიკიდან სააკაშვილის გაყვანის კადრების დაარქივება მოსთხოვა. ჰოსპიტალი აცხადებს რომ, ინსპექტორის სამსახურის მიერ მიმართვის მომენტისთვის აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო.

სააკაშვილი: ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ექიმის მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს

mazda magti 5g