LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ექიმის მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს

235
მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, კლინიკა „ვივამედის“ ნევროლოგის, თამარ აბაშიძის მიერ მისთვის დასმული დიაგნოზის შემდეგ, რომელშიც ნევროლოგი სააკაშვილის შემდგომ გამოკვლევას მოითხოვდა, მისი მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს.

როგორც სააკაშვილი საკუთარ განცხადებაში ასევე ამბობს, მკურნალობაზე უარს იმ იმედით ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდება და აზროვნებას ვერ შეძლებს.

„მას შემდეგ, რაც გორში „მკურნალობის“ შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა „ვივამედის“ ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა.

არამხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა. მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც „ემპათიას“ და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.

ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს. სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ;

ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

„ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა – რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი“: სააკაშვილი ჩანაწერებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g