LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ

138
1659886815-ომი23

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი ინიციატივით დაღუპული მებრძოლების მშობლებმა პრეზიდენტს შარშან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას, 8 აგვისტოს პირადად მიმართეს.

პრეზიდენტის ჩართულობითა და მხარდაჭერით, გორის მე-7 საშუალო სკოლას კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა, ხოლო კარალეთის მე-2 საჯარო სკოლასა და სკვერს კაპრალ ოთარ სუხიტაშვილის სახელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები