LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში 17 წლის გოგო “ოჯახის შექმნის მიზნით” გაიტაცეს: “გოგოს დარჩენა სურს, ოჯახი კი წინააღმდეგია”

271
BeFunky-collage (7)

არასრულწლოვანი გოგოს მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტი დაფიქსირდა შიდა ქართლში. გარვცელებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო გორში გუშინ, 11 აგვისტოს მოიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი “ოჯახის შექმნის მიზნით” გაიტაცა პირმა, რომელიც ამავე მინიციპალიტეტის მკვიდრია.

“ფორტუნა” შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია დაადასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმეზე გამოძიება 143 მუხლის მე-3 ნაწილის “დ” – ქვეპუნქტით დაწყებული, რაც ითვალისწინებს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვან გოგოს ოჯახის შექმნისა და ე.წ. გამტაცებელთან დარჩენის სურვილი აქვს, თუმცა 17 წლის გოგოს მშობლები კატეგორიული წინააღმდეგი არიან.

გორში მომხდარ ფაქტს დღეს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია გამოეხმაურა. წერს, რომ  ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

“გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: “რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო.” სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას. ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ!

არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!” – დაწერა პატარაიამ.

 

magti 5g