გორში 80 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის შვილიშვილია.
არსებული ცნობითვე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.