LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში გამართულ საფეხბურთო მატჩზე ფეხბურთის გულშემატკივრებმა ერთმანეთს სკამები ესროლეს

149

გორში გამართულ საფეხბურთო მატჩს ფეხბურთის გულშემატკივრების დაპირისპირება მოჰყვა. თავდაპირველად დაძაბულობა სათამაშო მოედნიდან დაიწყო, სადაც შეხლა-შემოხლა მსაჯის გადაწყვეტილებას მოყვა. მატჩი ფრედ, 1–1 დასრულდა.

ცოტახანში კი დაძაბულობა გორის “დილასა” და თბილისის “დინამოს” ფანკლუბის წევრებს შორისაც გაჩნდა. ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურში გადაიზარდა. გულშემატკივრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მალე სტადიონზე დამონტაჟაბული სკამების სროლა მოყვა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ.

“დილას” გულშემატკივრები ტრიბუნასთან შეიკრიბნენ და “დინამოს” ფანკლუბის წევრების სტადიონიდან გამოსვლას ელოდნენ, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ შეძლო სიტუაციის განმუხტვა და დინამოს ფანკლუბის წევრების უსაფრთხოდ გაიყვანა სტადიონიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები