LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

103

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ “ფორტუნას” პროკურატურაში დაუდასტურეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გოგონას მკვლელობაში ბრალდებულია 34 წლის იაგო ნებიერიძე. ის მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

სამართალდამცავებმა 2010 წელს დაბადებული გოგონა 26 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, რის შემდეგაც მისი ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები