LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში „იმპექსის“ ორი ახალი აფთიაქი მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით ელოდება

586
Impex (2)

ქ. გორში „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელს ორი იისფერი აფთიაქი შეემატა (მისამართი: გორკის #175 ბ / ცხინვალის გზატკეცილი #10). დღესდღეობით, “იმპექსი” მთელ საქართველოში 100-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი ფილიალების გახსნით კიდევ უფრო აფართოებს ქსელს.

ქსელის განვითარების პარალელურად „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს თავისი მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებებით გაანებივროს. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში ბოლო დროს დანერგილი სიახლის, მუდმივი ყოველკვირეული კატეგორიების აქციების ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია თავის მოვლის პროდუქციაზე, ბავშვთა კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე ისარგებლოს ყველაზე დაბალი ფასებით, მთელი თვის განმავლობაში, კერძოდ:

ყოველი თვის I კვირას (1 7 რიცხვი) უპრეცედენტო ფასდაკლება ვრცელდება
ბავშვთა მოვლის, კვების და აქსესუარების ბრენდებზე;
ყოველი თვის II კვირას (8 14 რიცხვი) თმის მოვლის პროდუქციაზე მოქმედებს
საუკეთესო შეთავაზებები;
ყოველი თვის III კვირა (15 21 რიცხვი) კი ტანის მოვლის ბრენდებზე
ფასდაკლების კვირეულია;
ყოველი თვის IV კვირა (22 31 რიცხვი) პირის ღრუს მოვლის პროდუქციის
კვირეულია;

 

 

ამჟამად, ქსელში აქტიურია ტანის მოვლის კვირეული. განსაკუთრებული შეთავაზებებით, აქციებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად, დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად, დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა და დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მომხმარებლისათვის მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზების მიმართულებით. შპს „იმპექსფარმი“, „იმპექსის“ ქსელის მფლობელი კომპანია, 1998 წლიდან თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. „იმპექსფარმი“ ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს – ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში. მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის მიზნით, სააფთიაქო ქსელ „იმპექსში“ წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული ორგანული და ნატურალური კოსმეტიკური ბრენდები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან.

2021 წელს შპს „იმპექსფარმი“ გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი და დასახელდა, როგორც ფარმაცევტულ სექტორში ყველაზე დინამიკურად მზარდი კომპანია.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ იმპექსის Facebook გვერდს:
https://www.facebook.com/ImpexPharmacy
ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები