LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მტკვარში დაკარგული მოზარდი მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს 

221
გორი, სამაშველო ოპერაცია

მაშველებმა გორში, მდინარე მტკვარში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა მდინარეში საბანაოდ იყო შესული.

როგორც რადიო „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარეში დაკარგული მოზარდი მყვინთავებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოებს შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

გორში, მდინარე მტკვარში მოზარდს ეძებენ

ფოტო: Qartli.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები